ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მილანოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 49.09% მოიპოვა. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კი ხმების 50%-ზე მეტია საჭირო. მეორე ტურში მისი მეტოქე მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დრაგან პრიმორაცი იქნება, რომელმაც ხმების 19.35% აიღო.
ხორვატიის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების მეორე ტური 2025 წლის 12 იანვარს ჩატარდება.
როგორც მედია იუწყება, ხორვატიის პრეზიდენტის როლი, ძირითადად, საზეიმო ხასიათს ატარებს, რადგან ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია. თუმცა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს.