კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მის სახლში შეპარვას ვინმე თუ ეცდება, ტყვიას მიიღებს

ოპრა უინფრისთან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ვინმე მის სახლში შეპარვას თუ ეცდება, ის ტყვიას მიიღებს. ამ სიტყვების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა გაიცინა და აღნიშნა, რომ ეს არ უნდა ეთქვა.

„ალბათ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩემი გუნდი ამას მოგვიანებით მიხედავს“, – აღნიშნა ჰარისმა.

ჰარისმა, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო დებატების დროს ხაზი გაუსვა, რომ იარაღის მფლობელი იყო, თქვა რომ მხარს უჭერს თავდასხმის იარაღის აკრძალვას. ჰარისის თქმით, ამ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი შექმნილი, იყო ომის იარაღად, მისი ადგილი კი სამოქალაქო საზოგადოებაში არ არის.

უინფრის შეკითხვაზე, იყო თუ არა კამალა ჰარისი იარაღის მფლობელი , ვიცე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მას ჰქონდა იარაღი. ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის აშშ-ს მეორე შესწორების მხარდამჭერია, რომელიც იცავს იარაღის ფლობის უფლებას.

კამალა ჰარისის მიერ იარაღის ფლობის ფაქტი 2019 წლიდან საჯარო განხილვის საკითხია. კამალა ჰარისმა მაშინ თქვა, რომ იარაღს, იმ მიზეზით ფლობდა, რა მიზეზითაც მას ადამიანების უმეტესობა ფლობს – უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები