ისრაელის სამხედრო ავიაციამ ბეირუთი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაიბომბა ბეირუთის უბანი დაჰიე, რომელიც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.

მათივე ცნობით, ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრი იყო. ჯერჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ჩრდილოეთ ისრაელში არსებული უსაფრთხოების ვითარების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტს ერთი დღით შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები