საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა,დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.