დავით მათიკაშვილი: რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაცმოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია

რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობამ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადება დაემახინჯებინათ და ისე წარედგინათ საზოგადოებისთვის, ფიასკო განიცადა.

მათიკაშვილის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი – ეს არის ურთიერთპატიება და ურთიერთშენდობა.

„თუ არა ნდობის აღდგენა, სხვანაირად შერიგება როგორ წარმოუდგენია ვინმეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ?!ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია.

მათი სურვილების მიუხედავად ჩვენ ჩვენს მშვიდობიან შერიგებასა და ურთიერთნდობაზე აგებულ პოლიტიკას ჩვენს ოსსა და აფხაზ ძმებთან აუცილებლად გავაგრძელებთ და ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და ერების კვლავ ერთად ცხოვრების რესურსით დასრულდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები