ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთა შორის ბავშვები არიან(ვიდეო+18)

ისრაელის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბეირუთში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა საცხოვრებელი უბანი დაბომბა, რის შედეგადაც დაშავებულია 17 ადამიანი.

ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბეირუთში დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური, იბრაჰიმ აქილი.

ლიბანთან დაძაბული ვითარების გამო, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი, ჰერცი ჰალევი ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელს და სარდლობის დანაყოფების მეთაურებს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები