ლიბანში პეიჯერების აფეთქებებისას გარდაცვლილთა დაკრძალვაზე რაციები აფეთქდა – მომხდარს სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანში უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების მეორე სერიის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა, – ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაციები დედაქალაქ ბეირუთში და ლიბანის სამხრეთ ნაწილში გუშინ აფეთქდა. ზოგი მოწყობილობა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს ამოქმედდა, რომლებიც ერთი დღით ადრე, პეიჯერების აფეთქებების სერიას ემსხვერპლნენ.

„ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს, რადგან ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ომის ახალი ფაზის დაწყება დააანონსა.

ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები