პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე – ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – კახა ჩიტაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები