პოლონეთში წყალდიდობისთვის ემზადებიან

პოლონეთის სამხრეთით, ქალაქ ვროცლავში მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან.

Deutsche Welle წერს, რომ პროგნოზით, ძლიერი წვიმა ქალაქში 18 სექტემბრიდან დაიწყება, 20 სექტემბრიდან კი მდინარე ოდრას ადიდებაა მოსალოდნელი.

ქალაქის მთავრობამ უკვე დაიწყო მდინარის ნაპირზე სუსტი ადგილების გამაგრება, გახსნილია ქვიშით მომარაგების პუნქტი კერძო საცხოვრებლების დასაცავად. სამუშაოებში ჩართულები არიან მოხალისეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები