„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ უწმინდესი და უნეტარესი შემეცნებასა და განათლების საკითხებს უდიდეს ყურადღებას უთმობს” – მიქანაძე

„გამორჩეული ქართველი ისტორიული მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გამოძახილი”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „წმინდა გრიგოლ ხანძთელი” პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.

„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ უწმინდესი და უნეტარესი შემეცნებასა და განათლების საკითხებს უდიდეს ყურადღებას უთმობს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კათოლიკოს-პატრიარქს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლის მონაწილეობითა და ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ ფილმის გადაღება”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები