პრეზიდენტი – კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: საზარელი მკვლელობა, ადამიანურობის უარყოფა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას.

სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს. ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!”, – წერს ზურაბიშვილი.

მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა. უწყების ცნობით, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები