„ქალბატონი ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი” – ლევან მაჭავარიანი

„ქალბატონი ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგი იხსნა იმპიჩმენტისგან და მოგვევლინა რადიკალების ლიდერად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ იგი არღვევს და არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი გარე უფროსები კარგად ითვლიან მათ რეიტინგებს. გიორგი გახარიას აქვს ნულოვანი შანსი ბარიერის გადალახვის, 3%-თანაც არ არის ახლოს. ბატონ ხაზარაძეს აქვს რაღაც შანსი, ხან 5%-ზეა, ხან 5,5%-ზე, ხან 4%-ზე ჩამოდის. შესაბამისად, მათი გარე უცხოელი უფროსები ამით ცდილობენ, რომ გადააზღვიონ“, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები