“დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის” – გიორგი კახიანი

“მეათე მოწვევის პარლამენტმა, დიდი ალბათობით, მუშაობა დაასრულა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს განაცხადა.

„ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი შესაძლოა შეიკრიბოს, მაგრამ დიდი ალბათობით დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის. ამით დღევანდელი სხდომა დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს“, – განმარტა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები