ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს” აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელევიზია „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „უვიზო მიმოსვლა რეალური საფრთხის წინაშე დგას”, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძე იშველიებს „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მას არაფერი გაუგია ევროკავშირის ახალ ზომებზე საქართველოსთან მიმართებით ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და აღნიშნავს, რომ „ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს” აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა. ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები.”
„ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს” აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა. ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები.
ვიზალიბერალიზაცია, რომ საქართველოს შეუჩერონ, ბიუროკრატიულ გრძელვადიან ნაწილს რომ თავი დავანებოთ, კონკრეტული სოციალური საკითხებია (ოღონდ არა პოლიტიკური ინსინუაციები), რომლის მიხედვითაც იწყება გადახედვა და რასაც ისეთი არგუმენტები, პროცედურები და საერთო კონსენსუსი ესაჭიროება, რომ თვეები არ ეყოფა.
„ფორმულა”, ცოტა უფრო დამაჯერებელი „ფეიკები” მოიფიქრეთ, თორემ სადაცაა თავზე დაგემხობათ თაღლითი ოჯახი!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები