ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს, როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა

ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის ის, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, გახარიას პარტიას საერთოდ არავითარი შანსი არ აქვს, „ლელო” არის ახლოს საარჩევნო ბარიერთან, მაგრამ „ლელოც” არის რისკის ქვეშ.

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომლებიც ერთმანეთს უწოდებდა, შეგახსენებთ, თაღლითს და თვალთხარიას. ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს. როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობდა. რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იმას აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები