ალექსანდრე რაქვიაშვილი: ოპოზიცია 4 წელია ბოიკოტობანას თამაშობს, არ იციან, რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ, სახლში არიან და ისვენებენ

მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „გირჩი“ იყო მართლა პარლამენტარიზმით დაკავებული, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ოპოზიცია 4 წელია ბოიკოტობანას თამაშობს. არ იცის რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ პარლამენტში, სახლში არიან და ისვენებენ, ვერც ხვდებიან რას ნიშნავს პარლამენტარიზმი”.

 

„ოპოზიცია ბოიკოტობანას თამაშობს ეს ოთხი წელია. რატომ თამაშობს ბოიკოტობანას? იმიტომ, რომ არ იცის რა არის პარლამენტი. ცალკეული დეპუტატებისა და ჩვენ, „გირჩის“, გარდა, არ იციან რა არის პარლამენტი, რა უნდა აკეთონ პარლამენტში არ იციან. თუ არ იცი რა უნდა გააკეთო, რა გინდა აქ?! ხელფასი ხომ უნდა მიიღო, მის გარეშე ხომ არ დარჩებიან და სხედან ბოიკოტში.

სახლში არიან და ისვენებენ, ვერც ხვდებიან რას ნიშნავს პარლამენტარიზმი. ამ პარლამენტში მხოლოდ „გირჩი“ იყო მართლა პარლამენტარიზმით დაკავებული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები