“დაუფარავად მიდის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ” – მაჭარაშვილი

“მართალია, 33 წელია, საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელია, თუმცა ახლა უკვე უცხოური ძალების თავსმოხვეული ანტიქართული და ანტიეკლესიური იდეოლოგიის წყალობით, სამტკიცებელი გახდა ისეთი ბანალური ჭეშმარიტებები, როგორიცაა ოჯახური ღირებულება, ქალის ქალად ყოფნა და კაცის კაცად ყოფნა”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ახლა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის არის გასაკეთებელი.

“ახლა დაუფარავად მიდის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად დეზინფორმაციის კამპანიას იყენებენ. მაგალითად, გამჭვირვალობაზე გვეუბნებიან ჩემთან კარგია შენთან ცუდიო. მათი აზრით ქალის და კაცის ქორწინება რუსულია, ერთსქესიანთა ქორწინება – ევროპული, გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა – ევროპული. რუსულია მშვიდობის შენარჩუნება და ომის დაწყება ევროპული. ამ დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა რადგან ჩვენ ხალხს სისტემატურად ვაწვდიდით სწორ ინფორმაციას.

სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ დამოუკიდებლობა და გადარჩენა ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნება იყო და ამას ყოველთვის რწმენაში სიმტკიცით და ერთიანობის ძალით აღწევდა. დღესაც ქართველების ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის და ტრადიციების შენარჩუნება . დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება და სწორედ ამ ხალხის ძალის მეშვეობით მოხდება ქართული ოცნების ასრულება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები