ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი გუნდი დააკომპლექტა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი გუნდი დააკომპლექტა.

როგორც ცნობილია, ფონ დერ ლაიენის ევროკომისია 2029 წლამდე იმუშავებს. ის ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნიდან, ერთი კომისრისაგან შედგება.

ფონ დერ ლაიენმა ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დაასახელა: ტერეზა რიბერა ესპანეთითად, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან.

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის, დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.

მანამდე, ფრანგმა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა. ამასთან, ბრეტონი წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები