„არანაირი სალაპარაკო ჩვენს ოპოზიციას ხალხთან არ აქვს, ისინი [ხალხს] ელაპარაკებიან სხვა ქვეყნებიდან” – მამუკა მდინარაძე

„არანაირი სალაპარაკო ჩვენს ოპოზიციას ხალხთან არ აქვს. ისინი [ხალხს] ელაპარაკებიან სხვა ქვეყნებიდან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“რა შეიცვალა მას შემდეგ რაც პირველი სანქცირება იყო? იმის შემდეგ სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაასანქცირეს. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ მოახლოვდა არჩევნები და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის, ტყუილად დასანქცირების, გარედან შემოტევების. თუ დასასანქცირებელი იყო, პირველ სანქცირებაზე რატომ არ დაასანქცირეს სპეცრაზმის ხელმძღვანელი? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ არ იყო არჩევნები ახლოს და რაც უფრო მოახლოვდება, მათი პატრონების არაფორმალური გავლენები მით უფრო გაძლიერდება და მეტი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მათ მიერ მიღებული. ხალხთან ვერ მიდიან, წავლენ სადღაც 30 კაცს დააყენებენ, მერე გადაიღებენ ისე როგორც ფართომასშტაბიან აქციას, დადებენ სოცქსელში, დაბუსტავენ და ეს არის მათი პიარკამპანია. არ ჩადიან ხალხთან, სოფლებში, ქალაქებში, ჩადიან თავის მეზობლებთან და ნათესავებთან, გადაიღებენ სელფს და ავრცელებენ. ხალხს ვერ ელაპარაკებიან, მათი ერთადერთი მაშველი რგოლია გარედან განცხადებები, სანქცირებები და სხვადასხვა მოქმედებები. ამაზე არიან ჩამოკიდებული, მაგრამ ეს მაშველი რგოლები, ყველა ხავსის ძალისაა. რაც უფრო მეტი იქნება გარედან ზეწოლა და ჩარევის მცდელობა საქართველოს არჩევნებში, ქართული საზოგადოება ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ მით უფრო ხისტი იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები