მიხაილ როთი – კრიტიკული, მამაცი არასამთავრობოები მტკიცე, ძლიერი დემოკრატიის ხერხემალია

კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს.

მისი თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს.

„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, მიხაილ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები