რეჟისორი და პედაგოგი დავით კობახიძე გარდაიცვალა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორისა და პედაგოგის, დავით კობახიძის, გარდაცვალების გამო. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დავით კობახიძის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
დავით კობახიძე წლების მანძილზე საქმიანობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო დრამის ფაკულტეტის დეკანი. მან ნიჭიერ ხელოვანთა არაერთი თაობა აღზარდა. გახლდათ არაერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები