ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას

“ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრიორიტეტია – სრულფასოვანი თანაცხოვრება.

„არაერთხელ გვითქვამს, ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის მხოლოდ ჩვენი მიწების დაბრუნება, ჩვენთვის ასევე არანაკლებ პრიორიტეტულია იქ მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების შემორიგება და მათთან ერთად სრულფასოვანი თანაცხოვრება”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები