უკრაინის უმაღლესმა რადამ გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გადასახადების გაზრდას გულისხმობს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის მტკიცებით, გადასახადების გაზრდამ წელს უკრაინის ბიჯეტში დამატებით 1,4 მილიარდი დოლარი უნდა მოიზიდოს, ხოლო მომავალ წელს – 3,2 მილიარდი დოლარი.

კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსაკრებელი 1,5%-დან 5%-მდე გაიზრდება. ბენზინ და გაზგასამართი სადგურებისთვის დაწესდება საავანსო შესატანი. საფინანსო დაწესებულებებისთვის დაწესდება 25% საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ბანკებისთვის მოგების გადასახადს 50% ოდენობით დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები