ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს

„თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” მოწოდებულია არეულობისკენ.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმა იყო ამ ყველაფრის, რომ თურმე რეალურად, რასაც ამდენი ხანია ვამხელთ, რეალურად მოწოდებულები არიან არეულობაზე, რეალურად მოწოდებულები არიან ომზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები