საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ 10-11 ოქტომბერს გაიმართება
10 – 11 ოქტომბერს, თბილისში ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“ უკვე მეოთხედ მართავს საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციას „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, წელს კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საკონფერენციო გრანტის ფარგლებში ტარდება.
“ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom), „კავკასიის უნივერსიტეტი“, კავკასუს ონლაინი და RIPE NCC.
ეს არის საქართველოში, და მთელ რეგიონში, პირველი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც საშუალებას იძლევა მსურველებმა მასში მონაწილეობა და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური დონის სტუდენტები, დოქტორანტები, მკვლევარები და ყველა ვინც დაინტერესებულია ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემებით, მუშაობს მოცემული მიმართულებით და სურს კიდევ უფრო გაიღრმავოს თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.
თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია თავისთან აერთიანებს მონაწილეებს აკადემიური სექტორიდან, ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების დარგების წამყვან მეცნიერ – მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ რუმინეთის, ავსტრიის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ყაზახეთის, სომხეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს აკადემიური სექტორის, კერძოდ, ამ ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციის „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ მთავარ მიზანს წარმოადგენს შეკრიბოს აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სამეცნიერო – კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების მკვლევარები ერთ სივრცეში, რათა მოხდეს მათ შორის ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირება, არსებული გამოცდილებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა, აკადემიურ დონეზე დისკუსიებისა და დიალოგების გახსნა, სავარაუდო სამეცნიერო თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება და უკვე არსებული თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია არის საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ერთადერთი მასშტაბური საუკეთესო პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების წამყვანი მეცნიერები და მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
კონფერენციაზე შეიძლება გადაიჭრას ისეთი ფუნდამენტალურად პრობლემური ამოცანები, როგორიცაა ოპტიკურ – ბოჭკოვანი ტექნოლოგიებისა და მიწისზედა თანამგზავრული კომუნიკაციების არსებული გამოწვევები, და რაც ყველაზე მთავარია, კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, მათი უსაფრთხოების, პირველ რიგში საუბარია კიბერუსაფრთხოებით მიმართულებაზე, უზრუნველყოფის საკითხები. სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციაზე წარმოდგენილი ამოცანებიდან სულ უფრო აქტუალური ხდება მიწისზედა თანამგზავრების უსაფრთხოება, რაზეც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობენ დარგის წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები, და რაც ხდება ჰაკერთა სულ უფრო მეტი დაინტერესების ობიექტი. ამიტომაც, მის კიბერუსაფრთხოებით უზრუნველყოფაზე აკადემიური სექტორის მიდგომების განვითარება და გამყარება სხვადასხვა სახის კვლევებით, წარმოადგენს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ფაქტორს.
სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლების მიერ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებები ხელს შეუწყობს ორივე სფეროს აკადემიურ დონეზე განვითარების პროცესს. კონფერენცია არის საერთაშორისო და მასში მონაწილეობას იღებს ორივე სფეროს სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მოწინავე კვლევების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლის პროცესის დაწყება უცხოელ კოლეგებთან ერთად. ყოველივე ეს ბიძგს აძლევს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და აბსტრაქტები განთავსდება ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის“ საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან დარგის სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლები (https://journal.scsa.ge/ka/212-2/). 1 “,- წერია ინფორმაციაში.