“თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნესს აქვს, აქამდე არცერთი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ბიზნესს არ ჰქონია” – ჭარაია
“თავისუფლებისა და მხარდაჭერის ის დონე, რაც დღეს ბიზნესს აქვს, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ აქამდე არცერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნესს საქართველოში არ ჰქონია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის დოქტორმა, ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.
„არსებული ხელისუფლება, ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყველაზე ლოიალურიც კი არის და ბიზნესის მხარდამჭერია, ვინც კი აქამდე ყოფილა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და არაფრის გაუმჯობესება არ არის საჭირო ან ყველა მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ, ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნესს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნესს საქართველოში არ ჰქონია“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.