ბაბუას, რომელსაც შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ბაბუას, რომელსაც შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სხდომა დახურა.

“მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი გამჟღავნდა, ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვანის დედას და თავად არასრულწლოვანს, რის შემდგომაც იძალადა მის მეუღლესა და შვილზე. ბრალდებულმა როგორც სასამართლო სხდომაზე განმარტა, იგი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, კერძოდ, მუქარის ფაქტთან და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გულისხმობს იგი აღიარებას, რაც შეეხება სექსუალური ქმედებისა და სხვაგვარი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით, იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ,” – განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ ქორიძემ.

9 წლის გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ, მას ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ 2 მუხლით დაიწყო – მუქარა და გარყვნილი ქმედება ოჯახის წევრის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები