მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა – 141,85 გრამი) გამოავლინეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.