ბესო ხარძიანის შვილი მამის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის ექსტრადირებაზე: უმნიშვნელოვანესი დღეა, ეს არის უდიდესი ნაბიჯი
დღეს რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ნაბიჯი. დიდი მადლობა თითოეულ უწყებას, რომელიც ამაში ჩართული იყო, ყველას, ვინც ამაზე მუშაობდა ,- ასე გამოეხმაურა „იმედი LIVE”-ში ბესო ხარძიანის შვილი მამის მკვლელობაში მსჯავრდადებულის ექსტრადირებას.
„უმნიშვნელოვანესი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის და საქმისათვის დაკავებული ყოფილიყო უშუალოდ შემსრულებელი, დანაშაულის ჩამდენი, რათა მისი მეშვეობით მოხდეს შემკვეთზე გასვლა. პირადად გურბანოვს მამაჩემის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონია იმის გარდა, რომ ფული აიღო მამაჩემის მკვლელობაში. აუცილებელია დადგინდეს, ვინ არის შემკვეთი და შემკვეთმა აგოს პასუხი. დღეს რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ნაბიჯი. დიდი მადლობა თითოეულ უწყებას, რომელიც ამაში ჩართული იყო, ყველას, ვინც ამაზე მუშაობდა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დამკვეთი იჯდება ციხეში“, – აღნიშნა ქეთა ხარძიანმა.
შეგახსენებთ, თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა.