რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი თავი

“ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა სიცრუე”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

იონათამიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა.

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავი და ძალიანაც კარგი. ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, სიყალბე და მათ იკადრეს და ჩვენი საზოგადოების მოტყუება სცადეს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ საკუთარ შეცდომებზე რაიმე ისწავლონ. მსგავსი ცრუ კამპანიებით ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები