ღონისძიების მართვის საფუძვლები – რას სთავაზობს მსმენელს ციცი იაშვილის საავტორო კურსი

გასართობი ინდუსტრია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სფეროა.
ყოველდღიურად, უამრავი საინტერესო ღონისძიება იმართება და ყველა მათგანს საკუთარი მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს. ამ სფეროს ბუმმა, შესაბამისი კადრების საჭიროებაც დააყენა დღის წესრიგში. ნებისმიერი ღონისძიების წარმატებას კი კარგი მენეჯერი სჭირდება.

ღონისძიების მართვის სპეციალისტი შედარებით ახალი პროფესიაა და მას ისეთივე თეორიული, თუ პრაქტიკული ცოდნა და უნარები სჭირდება, როგორც ტრადიციულ პროფესიებს. სწორედ ასეთი ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას იძლევა ციცი იაშვილის საავტორო კურსი – “ღონისძიების მართვის საფუძვლები”.

სოციალური სივრცე

ციცი იაშვილი Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელია. მის სახელთან არის დაკავშირებული სხვა მასშტაბური პროექტებიც: STARRING GEORGIA რომლის ხელმძღვანელიც ციცი ორი წლის მანძილზე იყო; „სოციალური სივრცე“, რომლის იდეის ავტორი და დამფუძნებელი თავად არის და ბევრი სხვა, არა მხოლოდ Black Sea Arena-ს ფრთის ქვეშ განხორციელებული ღონისძიება. სწორედ ამ პროექტების განხორციელებითა და ღონისძიებების მართვით დაგროვილი 20 წლიანი გამოცდილების გაზიარებას აპირებს ციცი კურსის სტუდენტებისთვის მომავალი 6 თვის მანძილზე.

რას გულისხმობს კურსი, რა სახის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს მსმენელი და როგორია დასაქმების პერსპექტივები – ამის შესახებ იაშვილი „კვირას“ ესაუბრა.

20 წლის წინ, როცა ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, წარმატების მისაღწევად, რთული გზის გავლა მომიწია. მაშინ ეს სფერო არ იყო განვითარებული და არც კვალიფიციური კადრები მოიპოვებოდა. შენით უნდა გეწვალა და გესწავლა ყველაფერი. სამწუხაროდ, დიდად არც ამდენი ხნის შემდეგ შეცვლილა სიტუაცია. სწორედ ამის გააზრებამ გადამაწყვეტინა, შემექმნა საავტორო კურსი, რომლის დახმარებითაც დაინტერესებული ადამიანები მარტივად შეისწავლიან იმ საქმეს, რაც სამომავლოდ რეალიზებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

მახსოვს, როცა პირველი ღონისძიება გავაკეთე 15 წლის ვიყავი – მაშინ ჩვენს ქვეყანაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, მე კი უბრალოდ მეგობრებთან ერთად გართობა მინდოდა. გადავწყვიტე თვითონ შემექმნა საკუთარი თავისთვის გართობის შესაძლებლობა და სწორედ აქედან იწყება ჩემი ისტორიაც – პირველივე გაკეთებულ ღონისძიებაზე ამ ადრენალინით ისე „მოვიწამლე“, რომ გაჩერება აღარ შემეძლო. ამიტომ ზუსტად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ამ სფეროში ერთხელ აღმოჩენის შემდეგ სულ აინტერესებთ, თუ როგორ ორგანიზდება დიდი ღონისძიებები და მინდა თითოეულ მათგანს მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც მოხვდეს ამ დიდ თავგადასავალში“, – ასე ვიწყებთ საუბარს ჩვენ რესპონდენტთან.

პლატფორმა creativestudies შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ისეთი კრეატიული პროფესიების ათვისებაში შეუწყოს ხელი ადამიანებს, რომლებიც შედარებით ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კურსების დახმარებით, ახალი თაობა შეძლებს, დაეუფლოს საინტერესო პროფესიას, რომელიც სამომავლოდ მათ უფრო ბედნიერ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“,- დასძენს ის.
პირველი კურსი არის ღონისძიების მართვის საფუძვლები და აქ აქცენტი მინდა გავაკეთო გასართობ ინდუსტრიაზე, რადგან ამ კურსის საშუალებით მსმენელები ისწავლიან, რას ნიშნავს გასართობი ინდუსტრია და როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.

მოგეხსენებათ, ეს სფერო საქართველოში და მსოფლიოშიც შედარებით ახალია. განსაკუთრებულ მასშტაბებზე კოვიდპანდემიის შემდეგ გავიდა, რადგან ამ პერიოდში ადამიანებმა სხვა რეალობაში დაიწყეს ცხოვრება დევიზით “აქ და ახლა”. სწორედ ამან განაპირობა, რომ დღეს გასართობი ინდუსტრიის ბუმია მსოფლიოში. რომ გადავავლოთ თვალი მსგავს ღონისძიებებს, კონცერტებზე ყოველთვის ყველა ბილეთი გაყიდულია. ამის გაგრძელებაა საქართველოში Black Sea Arena, რომლის ანგარიშზე მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე 125 000 გაყიდული ბილეთი და 6 “დასოლდაუთებული” ღონისძიებაა.
Black Sea Arena-ზე ხშირად გვწერენ, როგორ შეუძლიათ გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები, სად შეუძლიათ მსგავსი განათლება მიიღონ, ან როგორ არის შესაძლებელი საკუთარი ღონისძიებების დაორგანიზება.
ამ კურსით, სულ მცირე, იმის გაკეთებას შევძლებთ, რომ მათ ვისაც გადაწყვეტილი აქვთ, ისწავლონ ეს საქმე და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ, მივცეთ ამის შესაძლებლობა.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კურსი იქნება ჰიბრიდული ფორმატის. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა ონლაინ სწავლებისა და სემინარებისა, აუცილებლად იქნება რამდენიმე პრაქტიკული შეხვედრა და მათ შორის Black Sea Arena-ზე, რათა რეალობაში ვაჩვენოთ, თუ როგორ ხდება პირველი საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული ღონისძიებების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. ერთია სტანდარტები და მეორეა ტექნიკური აღჭურვა და იმ დონის არტისტები, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ამ კურსის მსმენელს შესაძლებლობა ექნება, რომ უშუალო შეხება ჰქონდეს ამ ყველაფერთან”, – აღნიშნავს ის.
ასე რომ, ვფიქრობ თუ ვინმეს საქართველოში სურს ისწავლოს ღონისძიების მართვა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სხვა უკეთეს შესაძლებლობას ვერ იპოვის.
კურსზე ერთადერთი შეზღუდვა ასაკობრივი კრიტერიუმია, რადგან როგორც კურსის ხელმძღვანელი განმარტავს, ღონისძიების მართვის შესასწავლად, კონკრეტული საბაზისო განათლებაა საჭიროებაა. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
“აღნიშნულ კურსზე გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა და ეს არის 21+, რადგან გარკვეული განათლების დონე და მზაობაა საჭირო კურსის მსმენელისთვის. აუცილებელი მოთხოვნაა საბაზისო ინგლისურის ცოდნა იმიტომ, რომ კურსის ფარგლებში მსმენელს ინგლისურ ტექსტებთან ექნება შეხება და ასევე ბევრი საერთაშორისო ტერმინი შეხვდება. ასევე სასურველია, რომ მარკეტინგთან დაკავშირებით ჰქონდეს გარკვეული განათლება, რადგან კურსი არ გულისხმობს მხოლოდ ღონისძიების ორგანიზებას და იგი სხვა მასთან კავშირში მყოფ საკითხებსაც გვასწავლის. მაგალითად: როგორ შეფუთო და გაყიდო ღონისძიება, როგორ იმუშავო მის შემდგომ პიარზე და სხვა.

კურსი არის 6-თვიანი, კვირაში სამი შეხვედრა – თითო მინიმუმ 2 საათიანი.
იგი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ერთი მხარე თეორიულ ნაწილს მოიცავს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მსურს პირველივე დღიდან კურსის მსმენელებმა შექმნან თავიანთი გამოგონილი კომპანია, მე კი ამ წარმოსახვითი კომპანიის პირველი ნაბიჯების გადადგმაში დავეხმარები.
კურსის ფარგლებში გავივლით ყველა ეტაპს, რა ხდება ღონისძიებამდე, ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში და დასრულების შემდეგ”,- აცხადებს იაშვილი.

რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივებს. გასართობი ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა და შესაბამისად მუდმივად საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, თუმცა აღნიშნულ კურსზეც კონკრეტული შესაძლებლობები დაგხვდებათ. მაგალითად პირველი ჯგუფის 2 გამორჩეულ მსმენელს Black Sea Arena თავის გუნდში აიყვანს. ხოლო დანარჩენებს მათივე გამოვლენილი უნარების მიხედვით გაეწევათ რეკომენდაცია სხვადასხვა კომპანიებთან.

“ღონისძიების მართვა არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება. ეს მოიცავს გარკვეულ უნარებსაც, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანი, რადგან ღონისძიების მართვა ერთგვარი სტრესიცაა. ღონისძიების ორგანიზატორს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება უნდა შეეძლოს. თუ ამ კურსის ფარგლებში აღმოჩნდება, რომ ადამიანს აქვს ეს უნარები, ამასთან მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, მას ექნება შესაძლებლობა არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იმუშაოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნაა.
კარგი პროფესიონალი მარტივად დასაქმებადი კადრი იქნება.
რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივას საქართველოში. არის რამდენიმე მიმართულება: მაგალითად სხვადასხვა კომპანიებთან “ფრილანსერად” მუშაობა. ჩვენ ბევრი გადაკვეთა გვქონია სარეკლამო კომპანიებთან, რომლებიც დიდ კომპანიებთან თანამშრომლობენ. სარეკლამო კომპანიებს, უკვე უწევთ იფიქრონ, არა მხოლოდ გარე რეკლამაზე, არამედ სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებაზეც. შესაბამისად, რაც უფრო ვითარდება ეს სფერო, მით უფრო მოთხოვნადი ხდება ივენთ მენეჯერი საქართველოში სარეკლამო კომპანიებისთვის.
ასევე, ჩნდება მოთხოვნა ღონისძიებების მართვაზე სხვადასხვა კომპლექსებისთვის, მაგალითად სასტუმროები, რესტორნები, მულტიფუნქციური სივრცეები და ა.შ..
ასე რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ “ღონისძიების მართვის” 6-თვიანი კურსით ადამიანს ექნება ახალი პროფესია და დასაქმების პერსპექტივა.

რეგისტრაციის ბმული

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია და მით უმეტეს საქართველოში Starring Georgia-ს მიერ ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ყოველ მეორეს სურს, ღონისძიების ორგანიზატორი გახდეს ან თავად დაიწყოს ამ საქმის კეთება და არ იცის, სად იპოვოს გუნდის კომპეტენტური წევრები”,- აღნიშნა კურსის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები