გივი მიქანაძე: 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების” ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით

“მსურს დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების” ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება „ქართული ოცნების” Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

“15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის. და ბოლოს, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ზემოხსენებულ ფაქტთან მიმართებით დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. აქვე მსურს დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების” ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება „ქართული ოცნების” Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს”, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები