ბექა ოდიშარია: აბსოლუტურად აბსურდული ახალი ამბავი გამოაგორეს – არარსებული 14 მილიარდი

“აბსოლუტურად აბსურდული ახალი ამბავი გამოაგორეს – არარსებული 14 მილიარდი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

მისი თქმით, აღნიშნული თამაშს უფრო ჰგავს.

„აბსოლუტურად აბსურდული ახალი ამბავი გამოაგორეს – არარსებული 14 მილიარდი. ეს თამაშს უფრო ჰგავს – რატომ 14? მაშ, რამდენი? ასეთი ტიპის ინექცია ჩვენი პარტნიორებისგან სხვადასხვა ქვეყანაში არსად იძებნება. რასაც გვთხოვს ჩვენ ერთ-ერთი ამერიკელი პარტნიორი, სენატორი, რომ 26 ოქტომბერს არის საშუალება და შანსი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მოიშოროს ასეთი ძალები, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ და ასეთი ვირეშმაკები და მატყუარები ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკიდან უნდა მოვაშოროთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები