ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება” – მეხუთე ტომის წარდგენა გაიმართება
17 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ვიქტორ ნოზაძის დაბადებიდან 131 წლის აღსანიშნავად, ჩატარდება ცნობილი ქართველი რუსთველოლოგისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვიქტორ ნოზაძის თხზულებათა კრებულის „ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება” მეხუთე ტომი.