„როიტერი“: რუსეთი შორ მანძილზე მფრენ მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ჩინური ძრავებით ამზადებს

რუსეთი შორ მანძილზე მფრენ მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ჩინური ძრავებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით. ღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, „გარპია-ეი1“ რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

„როიტერის“ ცნობით, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავები აწარმოვა. აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები