ბოლნისის მერია: მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, გიორგი მირიანაშვილთან და რასულ ბახტიაროვთან ერთად, სოფელ ზემო არქევანისა და ხატავეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებული პროექტი მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, 494 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 291 550 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები