თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა პავლე ზურაბიანმა, დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა!