გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც.

ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მუზეუმსაც ეწვივნენ. მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების პირადი ნივთები – საბრძოლო ჯილდოები, ფოტო სურათები და სხვა რელიქვიები.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ უმძიმესი დანაკარგი განიცადა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000 -მდე ჯარისკაცი დაკარგა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები