გიორგი გველესიანი: ჩვენმა ქომაგებმა აბსოლუტური ფურორი მოახდინეს, ქართველი ქომაგები იყვნენ ძალიან პოზიტიურები, კულტურულები, ლამაზები და საამაყოები

ქართველი ქომაგი გერმანიაში იყო გამორჩეული. იყვნენ ძალიან პოზიტიურები, კულტურულები, ლამაზები და საამაყოები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკრების წარმატებაში ქომაგების როლი უდიდესია.

„ქართველი ქომაგი გერმანიაში იყო გამორჩეული. იყვნენ ძალიან პოზიტიურები, კულტურულები, ლამაზები და საამაყოები. ჩვენს წარმატებაში მათი როლი არის უდიდესი. ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, დაბალანსებული ნაკრები. წლიან კარი თაობა წამოვიდა, ეს ბიჭები არიან პროფესიონალები, თუმცა ფეხბურთში ქომაგობის კულტურაც არსებობს და ეს ქომაგობის კულტურა, საქართველოში ძალიან დაიხვეწა. ჩვენმა ქომაგებმა აბსოლუტური ფურორი მოახდინეს. სტადიონზე თუ სტადიონს გარეთ, ისინი ნამდვილად მისაბაძები იყვნენ და როგორც მე ვიცი, სხვადასხვა მედია ეთერები დაიპყრეს. ყველა აღნიშნავდა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების წარმატებულ გამოსვლას, არამედ ქართველი ქომაგების ემოციურობას და ყველა, ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა მათ“, – აღნიშნა გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები