კახა იმნაძე: ჩვენ ვმუშაობთ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რეზოლუციის საწინააღმდეგოდაც მიდის მუშაობა

ჩვენ ვმუშაობთ რეზოლუციის მხარდასაჭრად, რეზოლუციის საწინააღმდეგოდაც მიდის მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ, აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელი ქვეყნებისგან ელოდება საქართველო, რომ წლევანდელ გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას მხარს დაუჭრენ, იმნაძემ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ თითოეული მხარდაჭრა დიდი შრომის ფასად არის მოპოვებული.
“ნება მიბოძეთ ამ თემაზე შეგნებულად არ გაგცეთ პასუხი, რადგან თითოეული მხარდაჭრა მართლა ძალიან დიდი შრომის ფასად არის მოპოვებული. უნდა ვიცოდეთ, როგორც ჩვენ ვმუშაობთ რეზოლუციის მხარდასაჭრად, რეზოლუციის საწინააღმდეგოდაც მიდის მუშაობა, ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ახლა გავხსნათ კარტები. მთავარია, რეზოლუციის მხარდაჭერაზე გვაქვს კარგი დინამიკა წლების მანძილზე და იმედი გვაქვს, რომ ეს დინამიკა გაგრძელდება. მიდის მუშაობა და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი ქვეყანა გებულობს უფრო კარგად ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს, ითავისებს ამ პრობლებებს. გასაგებია, რომ ჩვენ გვტკივა, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს პრეცედენტები და ზოგადად, ის, რომ სადღაც დაშვებულ იქნას საზღვრის ძალისმიერი ცვლილება, შემდგომში გავლენას ახდენს ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეზე და ამის გაგება სულ უფრო და უფრო მზარდია გაეროში, მით უმეტეს, იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება ჩვენს რეგიონში და მის გარშემო”, – აღნიშნა კახა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები