WSJ: აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, 16 თებერვალს იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მკვლელობის ბრძანება არ გაუცია. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს შეფასება არ ადასტურებს პუტინის უდანაშაულობას ნავალნის სიკვდილში, მაგრამ სავარაუდოდ, მას არ გაუცია ბრძანება, რომ ეს ზუსტად იმ მომენტში მომხდარიყო“, – ნათქვამია გამოცემაში.

ამ დასკვნებს იზიარებს აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოება, მათ შორის CIA, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველო.

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა თავიანთი დასკვნები დიდი რაოდენობით ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გააკეთეს, მათ შორის საიდუმლო სადაზვერვო მონაცემების, ასევე ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემების. The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ნავალნი გარდაიცვალა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და მისმა სიკვდილმა შეიძლება დაჩრდილოს პუტინის ხელახალი არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები