ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს მედიის წარმომადგენლებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

2024 წლის 8 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ინგლისურის ენის კურსები ბრიტანეთის საბჭოში ჟურნალისტური სფეროს 60 წარმომადგენლისათვის bp-ის დაფინანსებით შედგა. 

ბრიტანეთის საბჭოსა და bp-ს თანამშრომლობა უკვე 20 წელს ითვლის და, ამ პერიოდის განმავლობაში,  არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა ერთობლივად. საქართველოს სხვადასხვა მედია პლატფორმის თანამშრომლებისათვის კი ინგლისური ენის სწავლება ათწლეულზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს. წლევანდელ კურსებში მონაწილეობა მიიღეს ათეულობით ონლაინ, ტელე და ბეჭდური მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭომ ჟურნალისტებს შესთავაზა მოქნილი კურსი, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა, ყოველი მომდევნო გაკვეთილი მათ განრიგზე მორგებულად დაეჯავშნათ, როგორც ონლაინ, ასევე ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში. გარდა ძირითადი კურსისა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გაევლოთ მოკლე პროფესიული კურსი – „ჟურნალისტური სესიები“. აღნიშნულ სესიებზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ თავიანთ პროფესიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები ინგლისურ ენაში.
Ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ინგლისური ენის სწავლება მედიის წარმომადგენლებისათვის, რამდენადაც ამ ინიციატივის მიზანია ჟურნალისტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა, ინგლისური ენის ცოდნის დონის გაძლიერების გზით.
მიმდინარე წლის 8 მაისს დაგეგმილ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ:
ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში – ქალბატონი კლერ ოლბლესი;
bp საქართველოს წარმომადგენლობის საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი – რუსუდან მეძმარიაშვილი;
ბრიტანეთის საბჭო საქართველოს დირექტორი – ბატონი ზაზა ფურცელაძე.
ასევე, ცერემონიას დაესწრნენ bp-ს საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლები და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები