ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტად, პირველად, ქალი დაინიშნება

ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ მოიპოვა და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ოქმების დათვლის შედეგად, მან ხმების 65,1% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ – 29,3%.

“არის თუ არა იმაზე დიდი ცვლილება, ვიდრე პრეზიდენტად ქალის არჩევა? ქალებთან ერთად, მეც გავაკეთებ ამ დიდ ნაბიჯს წინ, ნაბიჯს რეფორმებისკენ”, – განაცხადა სილიანოვსკა-დავკოვამ მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

68 წლის სილიანოვსკა-დავკოვა სამართლის პროფესორია, ის წარდგენილი იყო ოპოზიციური პარტია “მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – მაკედონიის ეროვნული ერთობის დემოკრატიული პარტია” მიერ.

იგივე პარტია წარმოადგენს კოალიციის ბირთვს, რომელიც 22 პარტიას აერთიანებს სახელწოდებით “შენი მაკედონია” და რომელმაც იმავე დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 43,2% მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები