ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის – მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1 000 ლარს მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია.