ბექა ოდიშარია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მონაცემთა იმ ბაზის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. ბედავენ და ურეკავენ პოლიტიკოსების მცირეწლოვან ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ოჯახის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა. ცდილობენ დააბულინგონ. ადამიანებს, რომლებიც მიდიან სახლში, სასწავლებელში საავადმყოფოში, პირდაპირ უხერგავენ გზას და აიძულებენ, რომ ან მათ მხარეს გადავიდნენ, ან მათ მოღალატეებად აცხადებენ და აბსოლუტურად მიუღებელი ეპითეტებით ამკობენ. ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ გარკვეულ რეესტრში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები