რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ევროპის დღეს უკრაინაში ჩავიდა.

კიევის რკინიგზის სადგურში მას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი დახვდა.

„დავბრუნდი მამაცთა მიწაზე, კიევში ევროპის დღეს“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში.

თავის მხრივ, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ “უკრაინა დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს”.

“ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ადასტურებს თავის ერთგულებას დემოკრატიის იდეალებისა და ფასეულობების მიმართ. იმ იდეალებისა და ფასეულობების მიმართ, რისთვისაც იბრძვის მამაცი, ძლიერი და უდრეკი უკრაინელი ხალხი! თავისუფლებისთვის! საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. და ამ მნიშვნელოვან დღეს, მოხარული ვარ, მივესალმო კიევში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას”,- დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები