ედიშერ გვენეტაძე: გონივრული ეჭვია, ამ ცემა-ტყეპას თავად “ნაციონალები” და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები ჩადიოდნენ, რომლებიც პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს და სხვადასხვა გეგმას ამუშავებენ სახელმწიფო გადატრიალებისათვის

“დიდი გონივრული ეჭვია, რომ ამ ცემა-ტყეპას თავად “ნაციონალები” და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები ჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმას ამუშავებენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის”- ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ძალადობაზე პროტესტს ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებიც ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს.

“აწრიალდნენ და პროტესტებს გამოთქვამენ ნაცების გაძუყვნის (გურ. ცემის) გამო ის “დემოკრატიით” გადაღლილები, რომლებიც უაპელაციოდ ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს!
პრეზიდენტის ოკეანის გაღმიდან ძალადობის წახალისების მოწოდებებს!
რომელთაც
სიხარულის ჟივილ-ხივილი ატეხეს პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო!
რომლებიც სიხარულით ჭყლოპინებდნენ, როდესაც ვიღაც შარახვეტია კრიმინალები აგერ 1-ელ მაისს პარლამენტის ჭიშკარს, რომ უტევდნენ, მინებს ამსხვრევდნენ და ქუჩებს ცეცხლს უკიდებდნენ!
დიდი გონივრული ეჭვია, რომ ამ,, ცემა-ტყეპას თავად ,,ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები ჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღე და ღამ ფიქრობენ და სხვადასხვა გეგმას ამუშავებენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის(ამის უტყუარი დასაბუთებული მონაცემები სუს-მა უკვე გამოაქვეყნა)!
თქვენგან განსხვავებით პატივცემულო თქვენთვის საჭირო დოზით “დემოკრატიით” მოპოპულისტებო!
ჩემისლ მხრივ, მე ნამდვილად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ყველგან და ყოველთვის!
და ველი, რომ გამოვლენილი იქნება ძალადობის დამკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებელები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები