პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის საკითხი შეათანხმეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რიგი რეგიონებიდან რუსეთის სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს.

ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვარზე დარჩებიან.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სომხეთიდან გაყვანილი ის რუსი სამხედროები, რომლებიც ტავუშის, სიუნიკის, ვაიოც ძორის, გეგარკუნიკის და არარატის რეგიონებში არიან განლაგებული, ხოლო ერევანში “ზვარტნოცის” აეროპორტში მათი საქმიანობა შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები