ცაგარეიშვილი – სააკაშვილის განცხადებაზე: ეს ავაზაკი ადამიანი ზნეს არ შეიცვლის არცერთ შემთხვევაში

მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ავაზაკი ადამიანი ამ ზნეს არ შეიცვლის არცერთ შემთხვევაში. მისი დღევანდელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ოპოზიციას მოუწოდებს, ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს ბოდვა რას ნიშნავს სააკაშვილის სტილში? ეს ნიშნავს იმას, რომ 26 ოქტომბრამდე ამჟამინდელი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა უნდა დაამხოს ოპოზიციამ სააკაშვილის დავალებით, გეგმით და მითითებით და მოვიდეს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ”არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები