თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა – ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა – კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები